Monday, June 18, 2012

სასწავლო პროექტის გეგმა

1.პროექტის სახელწოდება-,,მარად და ყველგან, საქართველოვ,მე ვარ შენთანა!"
2.პროექტის მთავარი იდეა(თემა)-ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და შემოქმედების,საზოგადოებრივი მოღვაწეობის მნიშვნელოვანი საკითხების მოძიება,დამუშავება და პრეზენტაცია.
3.პროექტის აქტუალობა-აქტუალურია,რადგან მოსწავლეები დამოუკიდებლად შეძლებენ საჭირო ინფორმაციის მოპოვებასა და დამუშავებას,ილიას ღვაწლის შეფასებასა და დაფასებას.
4.პროექტის მიზნები-ილიას შემოქმედების სიღრმისეული გააზრება და დამოუკიდებელი აზროვნების,კვლევა-ძიების უნარის ჩამოყალიბება.
5.მონაწილეთა ასაკი-15-17 წელი.
6.ვადები/ხანგრძლივობა-10 დღე
7.მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას-ალბომი ილიას ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველი სურათებითა და შესაბამისი კომენტარებით,ილიას აფორიზმებითა და ციტატებით გაფორმებული ფოტოსტენდი,მოპოვებულ მასალებს განვათავსებთ ბლოგზე.
8.პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები-კითხვარი საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვისათვის, ვიდეო და ფოტო აპარატები,კომპიუტერი, პროექტორი პროექტის პრეზენტაციისათვის.
9.პროექტის მსვლელობა(ძირითადი აქტივობები)-
ა.პროექტის შერჩევა მოხდება მოსწავლეთა აზრის გათვალისწინებით.
ბ.შევქმნი 3 სამუშაო ჯგუფს არათანაბარი შესაძლებლობების მქონე მოსწავლეებისაგან.თითოეული ჯგუფი შედგება რვა მოსწავლისაგან, გადავანაწილებთ მოვალეობებსა დაპასუხისმგებლობას.
გ.1ჯგუფი კითხვარის საშუალებით მოახდენს საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვას ,რა ახსოვთ ყველაზე მეტად მისი ცხოვრებისა და შემოქმედების შესახებ სკოლის შემდეგ. კვლევის შედეგებს წარმოადგენს ჯგუფის ლიდერი პრეზენტაციის სახით.
მე-2 ჯგუფი მოახდენს ძირითად კვლევას და მოიძიებს საჭირო მასალასა და ინფორმაციას ილიას შესახებ.
მე-3 ჯგუფი იზრუნებს ორგანიზაციულ საკითხებზე-/ალბომი,სტენდი და ა. შ./
10.საგნებთან კავშირი-ქართული,ისტორია,ხელოვნება.
11.პროექტის ხელმძღვანელი- თამარ პოილარაშვილი-
12.ხელმძღვანელის ელ.ფოსტა-tamarpoilarashvili@gmail.com
13.პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი
tamarpoilarashvili.blogspot.com

No comments:

Post a Comment